No bio yet
This person is not in any teams
This person is not in any offices
Z. Paliashvili Central Music School for Gifted Children
„ათწლედის“ სახელით ცნობილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, რომელსაც განსაკუთრებული მისია აკისრია საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეში, დღიდან დაარსებისა, წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო დაწესებულებას (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. „ნიჭიერთა ათწლედი“ -ს სახელით ცნობილ ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მრავალი წლის განმავლობაში აღიზარდა მომავალ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთა მოღვაწეობამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშირისო აღიარებაში. ბევრი მათგანი დღეს წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს პრესტიჟულ საგანმანათლებლო, ხმის ჩამწერ, საკონცერტო დაწესებულებებთან, თეატრებთან თუ მუსიკალური ხელოვნების სხვა მნიშვნელოვან კერებთან. საკმაოდ რთულია რამდენიმე სიტყვით შეაფასო კურსდამთავრებულთა ღვაწლი ან, თუნდაც, ჩამოთვალო ისინი, ვინაიდან საქართველოს ყველა სახელოვანი მუსიკოსი და მსოფლიოს დღევანდელ მუსიკალურ სამყაროში აღიარებული შემსრულებელი, ძირითადად, „ნიჭიერთა ათწლედი“-ს აღზრდილია. თითოეული მათგანი ამაყობს ამით და საკუთარ თავს „ათწლედელს“ უწოდებს. მართებული იქნება ამთავითვე გაეცეს პასუხი ხშირად დასმულ კითხვას: რატომ „ათწლედი“?, მაშინ როცა დღეს სასწავლებელში სწავლის ხანგრძლივობა 12 წელია? ზ.ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლის ხანგრძლივობა უშუალო კავშირშია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობასთან. აქედან გამომდინარე, სასწავლებელი მუშაობდა ჯერ 10 წლიანი, შემდგომ 11 წლიანი, ამჟამად კი - 12 წლიანი სასწავლო გეგმებით. თუმცა, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებებისა და შესაბამისად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის, სასწავლებელს შემუშავებული აქვს განსხვავებული ხანგრძლივობის სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან, საბჭოთა პერიოდის მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებისგან განსხვავებით, სასწავლებლის პროგრამები აღარ არის გაყინული, მათი განახლებისა და სრულყოფის ცო